იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. იტალიაში კლუბ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოპარულია ქართველი ფეხბურთელის ავტომობილი Mini Countryman. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი შემთხვევის დროს შინ იმყოფებოდა, თუმცა მძარცველები ვერ შეამჩნია.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნეაპოლში მას უკვე „კვარადონას“ ეძახიან, ადარებენ რა ლეგენდარულ დიეგო არმანდოს, და „კვარა-სტელას“ – ვარსკვლავ-ბიჭუნას.