ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა საქართველოსა და სომხეთს შორის 2023 წელს დაიწყება

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ორი წელიწადი გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ელექტროგადამცემი მაგისტრალური ხაზების მშენებლობა სომხეთიდან საქართველოში 2023 წელს დაიწყება. ამის შესახებ ნათქვამია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომლის მოსმენებიც ამჟამად სომხეთის პარლამენტში მიმდინარეობს.
კერძოდ, მომავალ წელს შეარჩევენ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების აშენებისთვის მშენებლებს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
პროექტის თანახმად, ხაზების მშენებლობა ორ წელიწადს გაგრძელდება. ამის პარალელურად 2023 წელს უნდა დამთავრდეს ირანი–სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. თითოეულის სიმძლავრე 400 კილოვოლტი იქნება. 2025 წლისთვის სომხეთში მზად იქნება დიდი სიმძლავრის დერეფანი, რომელიც დააკავშირებს რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ენერგოსისტემებს.
ამის წყალობით თეორიულად სომხეთი შეძლებს ელექტროენერგიის ექსპორტს რუსეთსა და ირანში, ასევე თანხის გამომუშავებას ტრანზიტით (მაგალითად, ქართული ელექტროენერგიის ირანში ტრანზიტი).
ელექტროგადამცემი ხაზები ირანიდან ირანული მხარის დაფინანსებით შენდება, ხოლო საქართველოდან – განვითარების გერმანული ბანკის KfW დაფინანსებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს