თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 4 ნოემბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში – ძლიერი ქარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურიასა და აჭარაში) შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.