ლენტეხის მერის კაბინეტი დაცხრილეს

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. უცნობმა პირებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა. სროლის შედეგად კაბინეტში ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა დროულად მოახერხეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.