მსოფლიო დღეს

შვედეთმა და ფინეთმა რუსეთთან საზღვრებზე ბირთვული იარაღის განთავსება არ გამორიცხეს

Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შვედეთმა და ფინეთმა რუსეთთან საზღვრებზე ბირთვული იარაღის განლაგება არ გამორიცხეს, თუ ისინი ნატოს წევრები გახდებიან, იუწყება სააგენტო Bloomberg.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკიმ არ უნდა დააყენოს ალიანსში გაწევრიანების წინაპირობები. მისი თქმით, ქვეყანაში ეს საკითხი თითქმის არ განიხილება, რადგან ხელისუფლება ჯერ ისევ ელოდება თურქეთისა და უნგრეთის მხრიდან ფინეთის ალიანსში წევრობის რატიფიცირებას.
ფინელ კოლეგას დაეთანხმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც.

„ძალიან ბუნებრივია, რომ ფინეთი და შვედეთი ერთად მოქმედებენ ამ საკითხებში და აქვთ ერთნაირი ფორმალიზაცია“, — აღნიშნა კრისტერსონმა.

მისი თქმით, სკანდინავიის ქვეყნებმა ნატოს ყველა პირობა უნდა გაითვალისწინონ.
იგივე მოსაზრება გამოთქვა შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიქაელ ბიუდენმაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ბირთვულ იარაღზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით დათქმებისგან თავშეკავებაა საჭირო. მისი აზრით, ალიანსში გაწევრიანებამდე წითელი ხაზების გავლება დამატებით დაბრკოლებებსა და განხეთქილებებს წარმოშობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთის მთავრობამ მოამზადა კანონი, რომლის მიხედვითაც ალიანსში გაწევრიანებისას ბირთვული იარაღის განთავსებაც ივარაუდება. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.