მედვედევი: მსოფლიოში მშვიდობის გარანტია მხოლოდ რუსეთის გამარჯვებაა

Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთი გლობალური ომის პროვოცირებას ახდენს, მშვიდობის გარანტია მხოლოდ რუსეთის გამარჯვებაა, მიაჩნია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დმიტრი მედვედევს.

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილების გარანტია“, — წერს მედვედევი Telegram-არხზე.

რუსეთის ექს-პრეზიდენტსა და ექს-პრემიერს პოსტში „ცნობილი დასავლური თეზისი“ მოჰყავს, რომლის თანახმადაც „ომში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია“. ეს კი, მედვედევის თქმით, „მარტივი ფორმალური ლოგიკით“ იმას ნიშნავს, რომ „თუ არ გაიმარჯვებს რუსეთი, მაშინ, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს უკრაინა“.
„კიევის რეჟიმმა ომში უკრაინის გამარჯვების მიზანი დაასახელა — ეს ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნებაა, რომლებიც მანამდე მათ ეკუთვნოდათ. ანუ მათი რუსეთისგან მოწყვეტა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის არსებობის საფრთხე და ამჟამინდელი რუსეთის დაშლა“, — ნათქვამია პოსტში.
როგორც მედვედევს მიაჩნია, ეს ყოველივე რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის გამოყენების საბაბია, რომელიც ბირთვული შეკავების სფეროს შეეხება.