თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ზესტაფონის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელმა 23 წლის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა „ცხელ კვალზე“ გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.