მსოფლიო დღეს

დამარცხებული პრეზიდენტი გაიბუტა: ბოლსონარუ რეზიდენციაშია ჩაკეტილი

Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი − Sputnik. ბრაზილიის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც არჩევნებში დამარცხდა, თავის რეზიდენციაში იმყოფება და უარს ამბობს მინისტრებთან საუბარზე, იუწყება გაზეთი Folha de São Paulo.

„ბოლსონარუ ალვორადას სასახლეშია. მან არ მოისურვა მინისტრებთან ტელეფონით საუბარი ან მათი მიღება რეზიდენციაში“, − წერს გაზეთი.

გავრცელებული ინფორმაციით, დამარცხებულ პრეზიდენტთან ერთად რეზიდენციაში მისი ვაჟი, სენატორი ფლავიუ ბოლსონარუ იმყოფება, რომელიც მამის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.
ალვორადას სასახლესთან ჟურნალისტები მორიგეობენ იმ იმედით, რომ პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.
ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა გახდა, რომელიც სამხრეთამერიკულ რესპუბლიკას უკვე მესამედ ჩაუდგება სათავეში. და სილვამ, ბიულეტენების 99,63%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 50,88% მიიღო არჩევნების მეორე ტურში. ქვეყნის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ის უკვე გამოაცხადა გამარჯვებულად.