სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. წარმოქმნილ ჭყლეტაში 154 ადამიანი დაიღუპა
ტრაგედიის ადგილზე 1700-მდე ექიმი და მაშველი მუშაობდა
მობილიზებული იყო 140 სასწრაფო დახმარების მანქანა და სახანძრო ბრიგადა
მაშველები დაშავებულებს რეანიმაციას პირდაპირ ქუჩაში უტარებდნენ
მედიკოსებსა და მაშველებს პოლიციელებმაც მიბაძეს - დაშავებულებს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ
ადგილზე 70-მდე ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები კი გზაში ან საავადმყოფოებში გარდაიცვალნენ
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საავადმყოფოები გარდაცვალებას დაადასტურებენ
ქვეყნის პრეზიდენტმა მაღალჩინოსნებს მოუწოდა, უზრუნველყონ დაზარალებულთა სათანადო მკურნალობა
პრეზიდენტმა შესაბამის ორგანოებს იმ ადგილების უსაფრთხოების შესწავლა დაავალა, სადაც დღესასაწაულები იმართება
ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა