თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში 72 წლის ქალზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა.
შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, 30 წლის მამაკაცს, პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ძალადობის მსხვერპლ ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„შემოვიდა ღამის 10:00 საათზე. დამესხა თავს, მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე, თან კარები ჩაკეტა, შუქი ჩააქრო. მოწეულში იყო. ქილა გამიტყდა და ამ შუშაზე მაფხოკიალა. მე მხოლოდ ფეხი გამეჭრა, იმასაც სულ სისხლიანი ჰქონდა ყველაფერი. პირზე ხელს მაფარებდა.ვიცნობდი, მეზობელია. უნდა დაიჭირონ, ახლა ეძებენ, გაქცეულია“, - განაცხადა დაზარალებულმა ქალმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.