თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი მზად არის ისაუბროს დასავლეთთან დაძაბულობის შემცირებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანაბარ მიდგომებზე დაფუძნებულ რეალისტურ წინადადებებს შემოგვთავაზებენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ყოველთვის მზადა დასავლელი კოლეგების მოსასმენად, თუ ისინი ამას მოითხოვენ და ამასთან სერიოზულ მიდგომებსაც შესთავაზებენ კრემლს, რომლებიც, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას.
„თუ მხარეები თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებულ რეალისტურ წინადადებებს შემოგვთავაზებენ, რომლებიც მიზნად კომპრომისების მოძიებასა და ყველა ქვეყნის ინტერესების ბალანსს ისახავს ამ რეგიონში, ჩვენ, როგორც ეს ყოველთვის იყო წარსულში, უკან არ დავიხევთ“, — აღნიშნა ლავროვმა.
რუსი მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, და რომ ამას უკრაინა აკეთებს დასავლელი სპონსორების პირდაპირი მითითებით.