ძიუდო: სარაევოში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სარაევოში 13 სპორტსმენით გაემგზავრა - ცხრა ვაჟი და ოთხი ქალი.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ვაჟთა შორის მეორე ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო.
ტურნირის ბოლო დღეს 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა საბა ინანეიშვილმა (+100) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელი იონას შრაიბერი დაამარცხა.
მანამდე ნიკა ხარაზიშვილმა (90 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანეს. კვირას სარაევოში საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
27 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სარაევოში 13 სპორტსმენით გაემგზავრა - ცხრა ვაჟი და ოთხი ქალი.
ტურნირი სარაევოში 28-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმართება.