მსოფლიო დღეს

უძლიერეს ქარიშხალს ათობით ადამიანი ემსხვერპლა: სტიქიის ვიდეო

Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ფილიპინებზე ტაიფუნ Nalgae-ს, რომელიც 27 ოქტომბერს დაიწყო, 72 ადამიანი ემსხვერპლა, 33 დაშავდა, 14 კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
როგორც ქვეყნის სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ეროვნული საბჭო აცხადებს, ტაიფუნის გამო დაახლოებით 12, 1 ათასი ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა საცხოვრებელი. მათი ნაწილი 113 საევაკუაციო ცენტრშია განთავსებული.
სტიქიამ დაანგრი 71 გზა, 16 ხიდი და 58 საზღვაო პორტი. ქალაქებსა და სოფლებში შეწყვეტილია ელექტრომომარაგება და სასწავლო პროცესი.
აღინიშნება, რომ Nalgae-ს ქარიშხლის სიჩქარე საათში 95 კილომეტრს აღწევს.