მსოფლიო დღეს

აღადგენს თუ არა ილონ მასკი „ტვიტერზე“ სამუდამოდ დაბლოკილ აკაუნტებს: ცნობილია პასუხი

Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სოცქსელი Twitter-ი მოდერაციის საბჭოს შექმნის, რომელიც მედიური პერსონების მანამდე დაბლოკილი აკაუნტების ბედს გადაწყვეტს, აცხადებს „ტვიტერის“ ახალი მფლობელი ილონ მასკი.
„Twitter-ი უახლოეს ხანებში ჩამოაყალიბებს კონტენტის მოდერაციის საკითხთა საბჭოს ძალიან განსხვავებული თვალსაზრისებით. ამ საბჭოს შეკრებამდე ანგარიშების შინაარსისა თუ აღდგენის თაობაზე არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, — დაწერა მასკმა საკუთარ აკაუნტზე.
მანამდე სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ მასკი სოცქსელში სამუდამოდ დაბლოკილი აკაუნტების აღდგენას აპირებს. ერთ-ერთი ასეთია აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში, რომელიც 2021 წლის 8 იანვარს დაიბლოკა და რომელსაც იმ მომენტისთვის 88 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა.