გორში საკრებულოს დეპუტატის ბინა გაქურდეს

უცნობმა პირებმა დეპუტატის სახლიდან მეხსიერების ბარათები გაიტანეს, რომლებზეც პარტიასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო შენახული.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. შაბათს გორის საკრებულოს დეპუტატის, მარლენ ნადირაძის ბინა გაქურდეს, იუწყება „მთავარი არხი“.
ნადირაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და მმართველი ძალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წევრი.
წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა დეპუტატის სახლიდან მეხსიერების ბარათები გაიტანეს, რომლებშიც პინახებოდა ინფორმაცია პარტიის შესახებ. თვითონ პოლიტიკოსი ქალაქში არ იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. დეპუტატის სახლში ექსპერტები მუშაობენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს