უბედური შემთხვევა რუსთავში: ავტობუსის მძღოლს ბრალდება წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 29 — Sputnik. ავტობუსის მძღოლს, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე სამი წლის ბავშვს დაეჯახა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული დაზიანების შედეგად სამი წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ავტობუსის მძღოლი გუშინ დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციისწესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.