სხვის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და ქურდობა - პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ბრალდებულებმა მოქალაქეების მობილური ტელეფონების საშუალებით უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოქალაქეების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები მოატყუეს, მათი მობილური ტელეფონების საშუალებით უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და იქიდან დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეების ზარალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა.
გამოძიება მიმდინარეობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის მუხლებით).
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს