ზახაროვა: დასავლეთმა უარი უნდა ათქმევინოს კიევს საშიშ ავანტიურაზე

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვი მოუწოდებს დასავლეთს, უარი ათქმევინოს კიევს ბირთვულ შანტაჟზე, ვინაიდან ამას შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ჩვენ მოვუწოდებთ დასავლეთს, მოახდინოს გავლენა უკრაინელ ქვეშევრდომებზე, რათა მათ უარი თქვან ამ ძალიან საშიშ ავანტიურაზე. და არა მხოლოდ ამაზე, არამედ ყველა იმ ნაბიჯზე, ღონისძიებასა და ქმედებაზე, რომლებიც ბირთვულ შანტაჟს უკავშირდება. იმიტომ რომ ამ ყველაფერს შეუქცევადი შედეგებისკენ და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების შესაძლო მასიური დაღუპვისკენ მივყავართ“, — განაცხადა ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კიევს ბირთვული შანტაჟი იმისთვის სჭირდება, რომ დასავლეთისგან უფრო მეტი დახმარება მიიღოს.