თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ფოთში მეოთხე დღეა 23 წლის ჯანო ჯიქიას ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მაშველები და მყვინთავები დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ზღვაშიც და სანაპიროზეც ეძებენ. უამინდობის გამო დღეს ფოთში სამძებრო ღონისძიებები გართულებულია.
23 წლის ახალგაზრდა სახლიდან 24 ოქტომბერს გავიდა. ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირა.
დაკარგულის ოჯახს ვერსიებზე საუბარი უჭირს.