საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს? ეს ემოციები შეძენილია და 6 წლამდე ბავშვების გამოცდილების შედეგია.
ნეგატიური ემოციების მიზეზი ბავშვობაში დესტრუქციული კრიტიკაა და თუ უფრო ღრმად შევხედავთ პრობლემას — არასაკმარისი სიყვარული.
მშობელმა უნდა აგრძნობინოს შვილს სიყვარული, რათა მერე არ ნახოს, როგორ ანგრევს უარყოფითი ემოციები მის შვილს შიგნიდან და უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში.
თითქოსდა ყველაფერი მარტივია. მაგრამ როგორ შეძლებს ადამიანი იმის გაცემას, რაც თვითონ არ აქვს? ბევრ მშობელს ხომ თავადაც არ ჰქონია სიყვარული, ალერსი, ზრუნვა, სითბო… ამიტომ მათ დადანაშაულებას აზრი არ აქვს.
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვი ცხოვრობდეს სიყვარულში და გრძნობდეს ამას:
• პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი თავის შეყვარება;
• მეორე — მშობლებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, რომ ბავშვმა პატარაობიდან დაინახოს სანიმუშო მოდელი;
• მშობლებს უნდა უყვარდეთ ბავშვი.
თუ ბავშვი სიყვარულს არ გრძნობს, ის ფიქრობს, რომ მის თავს რაღაც წესრიგში ვერ არის და აქ იბადება პირველი და ყველაზე დესტრუქციული გრძნობა — დანაშაულის შეგრძნება. ესაა დაავადება, რომელიც ადამიანს შიგნიდან ანგრევს.
ადამიანს ქვეცნობიერად შეიძლება მიაჩნდეს თავი ყველა უბედურების წყაროდ და დანაშაულის გრძნობას ატარებდეს, ამას თან ერთვის ასევე ავტოაგრესია (ანუ საკუთარი თავის მიმართ აგრესია, აქედან — ტრავმები, დაზიანებები…). ან, შეიძლება სხვებს ადანაშაულებდეს და ამით გაამართლოს საკუთარი წარუმატებლობა, ან ეს გრძნობა სხვების მანიპულაციებისთვის გამოიყენოს.
ყოველთვის, როცა სხვა ადამიანს ადანაშაულებთ საკუთარი შეცდომების გამო, კარგავთ საკუთარ ძალას, თავდაჯერებულობას და სუსტდებით, გრძნობთ, როგორ გავსებთ სიბრაზე და გაღიზიანება.
ამ ორივე ტიპის ადამიანებს აერთიანებს ის, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარ ქმედებებზე და, აქედან გამომდინარე, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ მშობლები ბავშვს პატარაობიდანვე უნერგავენ დანაშაულის გრძნობას, მოზრდილობაში ეს მსხვერპლის ენაში ვლინდება: „არ შემიძლია", „არ გამომივა" — როდესაც ადამიანი თავს მსხვერპლის პოზიციაში აყენებს და თითქოსდა წინასწარ იხდის ბოდიშს.
ან: „უნდა გავაკეთო, მაგრამ არ შემიძლია", „ვცდი" — ამით ადამიანი წინასწარ აფრთხილებს, რომ არ გამოუვა, რომ შემდეგ მასზე არ გაბრაზდნენ.
ნეგატიური ემოციების პოზიტიურით ჩანაცვლება შესაძლებელია:
„უნდა გავაკეთო, მაგრამ არ შემიძლია" ჩავანაცვლოთ „ამას არ გავაკეთებ", „გადავწყვიტე ეს არ გავაკეთო";
„ვცდი", „შევეცდები" ჩავანაცვლოთ — „გავაკეთებ", „არ გავაკეთებ".
დადებითი ემოციების შესანარჩუნებლად შეწყვიტეთ სხვების კრიტიკა, წუწუნი და სხვა ადამიანების განსჯა.
მასალა მომზადებულია ფსიქოლოგ ელენა მირზოიანის მოსაზრებებზე დაყრდნობით