რუსეთმა ქვეყნის სამხრეთით ფრენების შეზღუდვის რეჟიმი გაახანგრძლივა

დანარჩენი რუსული აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის რეჟიმი რუსეთის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილების 11 აეროპორტში 2 ნოემბრამდე გაგრძელდა, იუწყება РИА Новости „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.
ფრენების შეზღუდვის რეჟიმი რუსეთის ამ აეროპორტებში უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული მოვლენების შემდეგ მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

დროებით შეზღუდულია ფრენები აეროპორტებში: ანაპის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლის, ელისტის.

რუსეთის დანარჩენი აეროპორტები ჩვეული რეჟიმით მუშაობენ.
ავიაკომპანიებს მიეცა რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოხერხებულად მოაგვარონ მგზავრების გადაყვანა სოჭის, მინვოდის, ვოლგოგრადის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს