მსოფლიო დღეს

რიში სუნაკი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის პრემიერი: ცხოვრებისეული დეტალები

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციის შემდეგ ოფიციალურად გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ახლა სუნაკს ახალი მთავრობის ფორმირება მოუწევს.
მანამდე ჩარლზ III ბუკინგემის სასახლეში ექს-პრემიერ ლიზ ტრასს შეხვდა და მისი გადადგომა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში მონარქი ცერემონიულ როლს ასრულებს მთავრობის ლიდერების დანიშვნაში.
42 წლის რიში სუნაკი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია ქვეყნის ისტორიაში. მანამდე, 2020 წლის თებერვალში ის ფინანსთა მინისტრი გახდა და ამ პოსტზე, ექსპერტების შეფასებით, საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.
2022 წლის ივლისში სუნაკი თანადებობიდან გადადგა ბორის ჯონსონის ეკონომიკურ პოლიტიკასთან უთანხმოების გამო. როგორც კრიტიკოსები წერენ, სწორედ მისი წასვლა იქცა ჯონსონის მთავრობის კარხის ერთ-ერთ მიზეზად.
როგორც ახალი პრემიერის მხარდამჭერები აცხადებენ, სუნაკი ეკონომიკის საჭეზე მტკიცე ხელის განსახიერებაა.
რიში სუნაკი პირველი პრემიერ-მინისტრია ბრიტანეთის ისტორიაში, რომელსაც სამხრეთ აზიური ფესვები აქვს. მისი ინდოელი მშობლები, რომლებიც სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებში მუშაობდნენ, ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გადავიდნენ საცხოვრებლად. რიში სუნაკი სწავლობდა პრესტიჟულ კერძო სკოლაში, შემდეგ — ოქსფორდსა და სტენფორდში, სადაც მომავალი მეუღლე, ინდოელი მილიარდერის ქალიშვილი აკშატა მურთი გაიცნო. სწავლის დამთავრების შემდეგ სუნაკი მუშაობდა საინვესტიციო ბანკში Goldman Sachs. ამ დროისათვის სუნაკების წყვილი უმდიდრესი ბრიტანელების რეიტინგში 222-ე ადგილზეა, ისინი ორ ქალიშვილს ზრდიან.