ეს უკვე ომია და არა სპეცოპერაცია - კადიროვი აუდიომიმართვას აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ რუსულ სამხედრო სპეცოპერაციას ომი უნდა ეწოდოს, ვინაიდან საომარი მოქმედებები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მიაჩნია ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს.
ამის შესახებ მან საკუთარ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ აუდიომიმართვაში ისაუბრა.

„მინდა ცოტა მოგითხროთ ომზე, რომელიც დღეს უკვე ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მანამდე ვამბობდით, რომ ჩვენ სამხედრო სპეცოპერაციას ვატარებთ უკრაინის ტერიტორიაზე. მაგრამ ახლა უკვე ომი მიდის ჩვენს ტერიტორიაზე და ამით მე ძალიან უკმაყოფილო ვარ“, — ამბობს კადიროვი.

როგორც აუდიომიმართვიდან ირკვევა, კადიროვის უკმაყოფილებას „რუსული რეგიონების დაცხრილვაზე“ რუსული არმიის „სუსტი პასუხები“ იწვევს და უკრაინის ქალაქების მიწის პირისგან აღგვას მოითხოვს.
როგორც ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, უკრაინასთან ომი — ეს „სატანიზმსა და ქრისტიან-მუსლიმანებს შორის ომია“, ამიტომ ამ რელიგიების წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.