თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ყირგიზეთიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში შემოსული 43,9 ათასი კგ კარტოფილი, მასში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო, უკან გააბრუნეს, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას... აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.