მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა აიღეს ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირზე ქართველებმა მოიპოვეს ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ოქროს მედლები აიღეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79), ვერცხლი – სოლომონ მინაშვილმა სუპერმძიმე წონაში და ბრინჯაო – მირიან მაისურაძემ (92).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს