ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ისტორიული პროექტები განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

„საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარი ქვეყანაა და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე.

მხარეებმა განიხილეს უკვე არსებული სტრატეგიული პროექტები, რომლებსაც, პრემიერის თქმით, ისტორიული შეიძლება ვუწოდოთ. მათ შორისაა ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი და გაზსადენი ბაქო–თბილისი–ერზრუმი, რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსი, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები.
სახელმწიფოთა ლიდერებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის რკინიგზის მნიშვნელობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს