თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ცენტრალური რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 25 ოქტომბრის 22:00 საათიდან 26 ოქტომბრის 09:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია დიდ დიღომში კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: გაგარინის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს; კანდელაკის, გოთუას, თამარაშვილის, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს; ვაშლიჯვრის დასახლებას, კვანტალიანის, ოდესის, მ. ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს, მარშალ გელოვანის გამზირს.
დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ჯავახიშვილის, ფედერიკ მონპერეს, ნიკო ბურის, ჰუბერტის, ხატაეთის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მესხის, ბარათაშვილის, თოფურიძის და მიმდებარე ქუჩებს; დიდი დიღმის დასახლებას, ბენდუქიძის დასახლებას, ამერიკის საელჩოს მიმდებარე დასახლებას, ქოშიგორას დასახლებაში - უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის და ჭავჭავაძის ქუჩებს; სასოფლოს დასახლებას, სოფელ ზურგოვანაში - ჩოხელის, სამაჩაბლოს, კოსტავას და აფხაზეთის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვ-ის N10-12 კორპუსებს.
გლდანის რაიონში: ზაჰესში გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.