მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

კანონდამრღვევ პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 47,1 ათასი აშშ დოლარი და 5,4 ათასი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 130.364 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით 13.036 ლარის (თანხის 10%-ის ოდენობა) გადახდა დაეკისრა.