„ღვთის კარიბჭის“ არქეოლოგიური სიურპრიზი: ნაპოვნია 2700 წლის ნახატები მარმარილოზე

ერაყის ქალაქ მოსულში არქეოლოგებმა კლდეზე მარმარილოს ფილებზე ამოკვეთილი უჩველო ნახატები აღმოაჩინეს, რომლებიც დაახლოებით 2700 წლისაა. იხილეთ უძველესი არტეფაქტები Sputnik-ის ფოტომასალაში.
Sputnik
თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არაერთი უძველესი ქალაქი მდებარეობს, მათ შორის – ბაბილონი. შესაბამისად, სწორედ ერაყშია შემონახული ძველი მსოფლიოს ბევრი უჩვეულო არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ბევრი კონფლიქტების დროს გაიძარცვა ან განადგურდა.
1 / 8

მარმარილოს ფილებს მაშკის უძველესი კარიბჭის სიახლოვეს მიაგნეს, რომელიც „ღვთის კარიბჭის“ სახელითაა ცნობილი

2 / 8

ეს ძეგლი უძველესი ქალაქის, ნინევიის ტერიტორიაზე მდებარეობს

3 / 8

ფილების ასაკი დაახლოებით 2700 წელია

4 / 8

უჩვეულო და არაჩვეულებრივი ნახატები ერაყელმა და ამერიკელმა არქეოლოგებმა იპოვეს, რომლებიც მაშკის ჭიშკრის რესტავრაციაზე მუშაობდნენ

5 / 8

„ღვთის კარიბჭე“ 2016 წელს ბულდოზერით დაანგრიეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა

6 / 8

ბევრი არქეოლოგიური იშვიათობა კი ვანდალებმა გაანადგურეს

7 / 8

მარმარილოზე ნაკვეთი რვა ნახატი ასირიელი მეფეების მმართველობის დროინდელ საომარ სცენებს ასახავს

8 / 8

არქეოლოგებმა სათითაოდ და საგულდაგულოდ გაასუფთავეს ფილები, რომლებზეც საოცარი ოსტატობითაა ამოკვეთილი ბატალური სცენები