თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.