ოთხი სავარჯიშო საღი გონებისა და მეხსიერების შესანარჩუნებლად

Sputnik
იმისათვის, რომ საღ გონებაზე დიდხანს დავრჩეთ და კარგი მეხსიერებაც შევინარჩუნოთ, რეგულარულად უნდა ჩავატაროთ სპეციალური ვარჯიშები.
ქვემოთ ოთხ უბრალო სავარჯიშოს შემოგთავაზებთ, რომლებიც ღრმა სიბერემდე შეგვინარჩუნებს მეხსიერებასაც და სხვა კოგნიტიურ ფუნქციებსაც.

ფერადი ტექსტი

ფერადი ტექსტი
თქვენ წინაშეა სხვადასხვაფრად დაწერილი სიტყვების ჩამონათვალი. დახედეთ სურათს და თანმიმდევრობით ხმამაღლა წარმოთქვით ის ფერი, რომლითაცაა შესრულებული სიტყვა.
როცა დაასრულებთ, გაიმეორეთ სავარჯიშო, ოღონდ ამჯერად ბოლოდან მიჰყევით ტექსტს.
თავიდან გაგიჭირდებათ, ვინაიდან ტექსტისა და ფერის აღქმაზე თავის ტვინის სხვადასხვა სფეროები აგებს პასუხს.
სარგებელი: ეს ალცჰეიმერის დაავადების ეფექტური პროფილაქტიკაა. ვარჯიში ტვინის ნახევარსფეროებს შორის ახალ კავშირებს წარმოქმნის და ყურადრების კონცენტრაციას ავარჯიშებს.

შულტიეს ცხრილი

შულტიეს ცხრილი
კონცენტრიდით ცხრილის შუაში დასმულ 19-ზე. შემდეგ ისე, რომ თვალი არ მოაცილოთ მას, გვერდითი მზერით მოძებნეთ ყველა რიცხვი აღმავალი თანმიმდევრობით (1,2,3...).
სარგებელი: ზრდის ინფორმაციის აღქმისა და დამუშავების სისწრაფეს, ავითარებს პერიფერიულ მხედველობას.

ნიშნები თითებით

ნიშნები თითებით
მარჯვენა ხელის თითებით გააკეთეთ ნიშანი "ვიქტორია", ხოლო მარცხენა ხელის თითებით - OK. შემდეგ კი შეცვალეთ თითების პოზიცია, ანუ მარჯვენა ხელით გააკეთეთ OK, ხოლო მარცხენათი - "ვიქტორია".
გაიმეორეთ ეს ვარჯიში რამდენჯერმე - ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთდროულად.
სარგებელი: ავარჯიშებს ყურადღებას და ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვის სისწრაფეს.

სინქრონული წერა

სინქრონული წერა
აიღეთ ორი ფურცელი და ორი კალამი - ერთი ერთ ხელში, მეორე-მეორეში. შემდეგ კი ორივე ხელით ერთდროულად დაიწყეთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ხატვა, ან თანაბარი რაოდენობის ასოების შემცველი სიტყვების წერა.
სარგებელი: სინქრონული წერა ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალებასთან გამკლავებას ასწავლის, ააქტიურებს ორივე ნახევარსფეროს მუშაობას.
ამას გარდა, გთავაზობთ ნეირობიოლოგ ლოურენს კატცის რამდენიმე ვარჯიშს თავის ტვინისთვის.
ავარჯიშეთ არადომინანტი ხელი, შეასრულეთ მისით ჩვეული მოძრაობები. მაგ: გაიხეხეთ კბილები, დაივარცხნეთ თმები და ა.შ.
თვალდახუჭულმა მიიღეთ შხაპი და ასევე თვალდახუჭულმა შეასრულეთ სხვა ჩვეული მოქმედებები.
შეცვალეთ მარშრუტი და სხვა გზით მიდით სამსახურში, მაღაზიასა თუ სხვა ჩვეულ ადგილზე.
უყურეთ ხმაჩაწეულ ვიდეოს და შეეცადეთ ჟესტებითა თუ მოძრაობებით ამოიცნოთ, რაზეა მასში საუბარი.