თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც თავის რძალს ჭრილობები მიაყენა, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.
პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა მამაკაცი, რომელმაც წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში რძალი დაჭრა.
ინცინდენტი რძალსა და მამამთილს შორის სასაფლაოზე მოხდა, სადაც ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება და ლაპარაკი არ შეუძლია.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.