თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. მოსკოვი ღიაა აშშ-თან დიალოგისთვის შეიარაღებაზე კონტროლისა და დეესკალაციის საკითხებში, განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.
ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონის განცხადებები, რომ ის მზადაა რუსეთთან СНВ-ს შეცვლაზე მოლაპარაკებებისთვის, არ არის გამყარებული საგნობრივი მიმართვებით.
„მსგავს თხოვნებს ამერიკელები არ ამყარებენ სამუშაო არხებით არანაირი საგნობრივი საქმიანი მომართვებით. ანუ ეს ყველაფერი რჩება მხოლოდ საინფორმაციო ველში, კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მეგაფონური დიპლომატიის ფორმით. და, როგორც ჩვენ გვესმის, ყველაფერი უბრალოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება“, − აღნიშნა ზახაროვამ.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ამერიკული მხარის გამონათქვამზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. მანამდე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების გასაახლებლად იმ შეთანხმებაზე, რომელმაც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმება (СНВ-III) უნდა ჩაანაცვლოს – იმ პირობით, რომ მხარეები ამგვარ დისკუსიებს კეთილსინდისიერად მიუდგებიან.
როგორც ზახაროვამ განაცხადა, ამავდროულად რუსეთისგან განუხრელად მოითხოვენ აშშ-თან ურთიერთქმედების აღდგენას და ეს „პუბლიკაზე მუშაობაა“.
„ჩვენ ღია ვრჩებით ვაშინგტონთან დიალოგისთვის დეესკალაციის, სტრატეგიული სტაბილურობის მხარდაჭერისა და რისკების შემცირების საკითხებში, მათ შორის, შეიარაღებაზე კონტროლის ინსტრუმენტების გამოყენებით. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თანასწორობისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემის საფუძველზე“, − აღნიშნა ზახაროვამ.