თბილისში ყაზახური კინოს დღეები იმართება

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ყაზახური კინოს დღეები მიმდინარეობს, ნათქვამია ქვეყნის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

დღეს ჩვენების მეორე დღეა და მაყურებელი იხილავს ორ ფილმს – ენარ ნურგალიევის ALGA-ს (დასაწყისი 17:00 საათზე) და დაურენ კამშიბაევის ZERE-ს (19:00 სთ).

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს