თბილისი-ზუგდიდის ავტობუსი გზიდან გადავარდა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად ავტობუსის მგზავრები არ დაშავებულან.
ამ დროისათვის ავტობუსის თხრილიდან ამოსაყვანად ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.