ქუთაისში სავარაუდო პედოფილი დააკავეს

ბრალდებული მოსწავლეებს სექსუალური შინაარსის თემებზე ესაუბრობდა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციელებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეებთან სექსუალური შინაარსის საუბრები ჰქონდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.
ქუთაისში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ მან ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.
ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტრო.