თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტის წილმა 2022 წლის ცხრა თვეში ქვეყნის მთელი ექსპორტის 68,7% შეადგინა და ამით 29,9%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტის (საქართველოში წარმოებული საქონლის გაყიდვა) მოცულობამ, რეექსპორტის გათვალისწინების გარეშე, შეადგინა 2,8 მლრდ დოლარი, მაშინ, როდესაც მთელი ექსპორტის მოცულობაა 4,1 მლრდ დოლარი.
ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები არიან ჩინეთი, რომელმაც 541,9 მლნ დოლარის პროდუქცია შეისყიდა, რუსეთი – 400,4 მლნ დოლარის და თურქეთი – 325,4 მლნ დოლარის.
ქართული პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-5, 2022 წლის იანვარი-სექტემბერი
ქვეყანა | ექსპორტის მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ჩინეთი | 541,9 | 19,4 |
რუსეთი | 400,4 | 3,0 |
თურქეთი | 325,4 | 47,1 |
ბულგარეთი | 293,8 | 101,5 |
აშშ | 238,0 | 104,7 |
რას ყიდის საქართველო
ექსპორტზე გატანილი ქართული საქონლის მთელი წილის მეოთხედზე მეტი მოდის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე. 2022 წლის ცხრა თვეში ქვეყანამ ეს პროდუქცია გაყიდა 753,2 მლნ დოლარის ოდენობის, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 31,7%-ით აჭარბებს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები. ის მთელი ადგილობრივი ექსპორტის 15,1%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან გავიდა 425,1 მლნ დოლარის ეს პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 34,3%-ით მეტია.
ექსპორტის მოცულობის მხრივ მესამე ადგილზეა აზოტის სასუქი, რომელიც ქართული საქონლის მთელი ექსპორტის 7,4%-ს შეადგენს. 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან გავიდა 207,4 მლნ დოლარის ეს პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 216,6%-ით მეტია.
ექსპორტირებული საქონლის ათეულში შედის ასევე ღვინო, ელექტროენერგია, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ოქრო და წყალი.