თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ინსპექტირების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად ხვალ, 21 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 123-135 კმ მონაკვეთზე, დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ინსპექტირების დროს ხარვეზები გამოვლინდა, რომლის გამოსასწორებლადაც 21 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.