თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა და 13,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,4%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (2022 წლის იანვარი-სექტემბერი)
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა % |
ექსპორტი | 4.097,2 | 37,4 |
იმპორტი | 9.515,0 | 34,4 |
სულ | 13.612,2 | 35,3 |
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 9,5 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–სექტემბრის მაჩვენებელზე 34,4%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32,2%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-5
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა % |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 753,3 | 31,8 |
სამკურნალო საშუალებები | 590,5 | 74,6 |
ფეროშენადნობები | 431,6 | 36,4 |
აზოტის სასუქი | 207,4 | 216,6 |
ღვინო | 173, 3 | 3,9 |
2022 წლის იანვარი–სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის (467,9%), აზოტის სასუქის (216,6%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (113,5%), მსუბუქი ავტომობილების (74,6%) ექსპორტი.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა მინერალური წყლების (23,5%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ტოპ-5
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა % |
მსუბუქი ავტომობილები | 1.086,2 | 59,0 |
ნავთობპროდუქტები | 1.021,4 | 77,2 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 568,1 | 7,2 |
მედიკამენტები | 295,9 | 15,0 |
ბუნებრივი აირი | 292,1 | 40,5 |
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სამშენებლო–საგზაო ტექნიკის (73,1%), ნავთობპროდუქტების (77,2%) და მსუბუქი ავტომობილების (59%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის ცხრა თვეში 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5
ქვეყნები | მლნ დოლარი | Рост % |
თურქეთი | 2.035,1 | 37,3 |
რუსეთი | 1.716,8 | 49,8 |
ჩინეთი | 1.404,1 | 30,2 |
აზერბაიჯანი | 959,6 | 21,3 |
აშშ | 895,0 | 50,2 |
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა და რუმინეთი.