ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

მამაკაცი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გუშინ ქუთაისში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზევე დააკავეს.
სკოლის მიმდებარედ მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.