პოლონეთიდან შემოტანილი 52 ტონა გაყინული ქათმის ხორცი განადგურდა

ქათმის გაყინული ხორცი სანიტარიულ ნორმებს არ შეესაბამებოდა, განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთიდან შემოტანილი 52.000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი სანიტარიულ ნორმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხორცი ლაბარატორიულად საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.
უწყების ცნობით, ხორცი მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად განადგურდა.