თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ქალს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ინცინდენტი რძალსა და მამამთილს შორის სასაფლაოზე მოხდა, სადაც ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.