თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე, რომელიც სამეგრელოს და სვანეთს ერთმანეთთან აკავშირებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაძლიერებული ქვათაცვენის გამო 15 ოქტომბერს აიკრძალა. საუბარია საავტომობილო გზის 180-184 კმ მონაკვეთზე.
გუშინ კალა–უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე გაიხსნა. მოძრაობის ორმხრივად აღდგენა მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი.