თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. გუშინ, გვიან საღამოს რუსთავში, შარტავას გამზირზე პიტბულმა ოთხი ადამიანი დაგლიჯა, იუწყება „ინფო რუსთავი“.
ძაღლი ოთხ ახალგაზრდას – ორ ქალსა და ორ მამაკაცს დაესხა თავს. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ნაკბენები კიდურებსა და მუცლის არეში აღენიშნებათ.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ პიტბული მათ სრულიად უწყინარ ვითარებაში დაესხა თავს. მათი თქმით, პატრონი ძაღლს ალიკაპისა და საბლის გარეშე ასეირნებდა.
მსგავსი შემთხვევა რუსთავში ზაფხულშიც მოხდა, როცა პიტბულმა 11 წლის ბიჭი დაგლიჯა; ხოლო სექტემბერში ამ ჯიშის ძაღლმა თბილისში სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის - თავისი პატრონი.