თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ რუსთავში ორი პირი დააკავა, კიდევ ერთი პირი იძებნება - მათ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება ედებათ ბრალად.
თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის დაიწყო ავტომობილში, შემდეგ კი მშენებლების ქუჩაზე „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის ტერიტორიაზე გაგრძელდა. ორი ძმა და მათი ნათესავი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ მამაკაცს, შემდეგ მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და მიიმალნენ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ინფორმაციით, დაშავებული ეთნიკური აზერბაიჯანელია. დანაშაულის ადგილზე ახლაც არის სისხლის კვალი.