თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. 13 წლის ქართველმა მოციგურავემ ინგა გურგენიძემ იტალიის ქალაქ ეგნაში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორ გოგონებს შორის გრან პრის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ურთულესი ელემენტებით დატვირთული ორი პროგრამა წარმოადგინა და 190.52 ჯამური ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ინგა გურგენიძე მხოლოდ იაპონელ და კორეელ სპორტსმენებს ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ახალბედა ქართველმა მოციგურავემ ევროპის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში.
ინგა გურგენიძე
© ISU Figure Skating
გრან-პრიში მონაწილეობა 37 ქვეყნის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ინგა გურგენიძე საქართველოს ნაკრებში 2022 წლის აგვისტოში მიიღეს. მანამდე ის რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა და ყაზანში ცხოვრობდა. სპორტსმენი დედის გვარით (ნიკიტინა) გამოდიოდა და დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა გადასულიყო მამის გვარზე, მოგვიანებით კი სპორტული მოქალაქეობა შეეცვალა.