ავარია ახალქალაქში: დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

მამაკაცს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. ინციდენტი პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოხდა.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა ავარიას, რომელიც წუხელ ღამით ახალქალაქში მოხდა.
Sknews-ის ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. ინციდენტი პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოხდა.
„დაახლოებით ღამის ორი საათი იყო, როდესაც შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, იყო უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება“, - განაცხადა ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა ალექსანდე თოროსიანმა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ავტომობილის მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.