აფეთქება ნახშირის მაღაროში თურქეთში: მსხვერპლის რაოდენობა 40-ს გადაცდა - ფოტო

თურქეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ბართინში მაღაროში მომხდარმა აფეთქებამ 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
Sputnik
აფეთქება დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე მოხდა, რა დროსაც მაღაროში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ნახევარზე მეტი ევაკუირებულია.
ამ მომენტისათვის ყველა დაზარალებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.
1 / 10

მაღაროში მომხდარ აფეთქებას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

2 / 10

შემთხვევა დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე მოხდა

3 / 10

სამაშველო ოპერაცია აფეთქების შემდეგ მალევე დაიწყო

4 / 10

აფეთქების მომენტში მიწის ქვეშ 100-ზე მეტი მაღაროელი იმყოფებოდა

5 / 10

58-მა მათგანმა დამოუკიდებლად შეძლო ზედაპირზე ამოსვლა

6 / 10

ხუთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

7 / 10

ერთი მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

8 / 10

აფეთქების მიზეზები ჯერ არ დადგენილა, ადგილობრივი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს

9 / 10

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ფატიჰ დონმეზის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ აფეთქება მოხდა მეთანისა და ჰაერის ურთიერთქმედების შედეგად

10 / 10

თურქთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს სახელმწიფო დახმარებისა და მომხდარის სრულად გამოძიების პირობა მისცა