თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი".
ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა.
კვარაცხელიას ცხედარს ოჯახის წევრები და ახლობლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ქართველი მებრძოლი უკრაინის შეირაღებულ ძალებში 2014 წლიდან მსახურობდა.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.