ცნობილი დიჯეი პოლ ვან დაიკი თბილისში წარდგება

საქართველოს დედაქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანს დიჯეი წარდგება
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტრანს დიჯეი პოლ ვან დაიკი (Paul Van Dyk) 28 ოქტომბერს დედაქალაქში Republic-ის საკონცერტო დარბაზში წარდგება.
პოლ ვან დაიკი თავისი ჟანრის პიონერია, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში მოახერხა, მაღალი ხარისხის პროგრესული ტრანს მუსიკა მილიონობით თაყვანისმცემლამდე მიეტანა.
პროდიუსერი ორჯერ გახდა პლანეტის ნომერ პირველი დიჯეი DJmag-ის ვერსიით. ის ასევე იყო ნომინირებული „გრემი“ პრემიაზე და დღემდე შესაშური პოპულარობით სარგებლობს.